კახა კალაძე ოპოზიციას: თუ გაქვთ რაიმე განსხვავებული ხედვა სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, სიამოვნებით მივიღებთ რჩევებს
28-12-2022, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკა პირადად მისთვის და მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა, სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებას გარკვეული დრო სჭირდება.

 


ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, დეპუტატ საბა ბუაძის მიერდასმულიშეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ პოპულარული. ამისთვის მთლიანად შევცვალეთ ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი. დედაქალაქს, დაახლოებით, 600 ერთეული ავტობუსი ჰყავდა. აქედან 400 მუშაობდა ხაზზე, დანარჩენი სათადარიგო იყო. დღეს დედაქალაქს ჰყავს 800 ერთეული ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსი. ასევე, განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ თქვენ თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც დღეს ხდება დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ცხადია, გეტყვით, რომ არა, არ ვარ კმაყოფილი. პირველი, ჯერ რეფორმა არ დასრულებულა და მეორე - ჩვენ ვართ გარდამავალ ეტაპზე. დღეს გავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ ეტაპს, ყველანაირი თვალსაზრისით. არ იფიქროთ, გამოვდივართ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ვამბობთ, რომ მანქანები გააჩერეთ და აუცილებლად გადადით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. არა, მეგობრებო, ეს თქვენი ნებაა. ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანის უფლებაა - იმგზავრებს კერძო ავტომობილით, ავტობუსით, მიკროავტობუსით, მეტროთი, ეკომეგობრული ტრანსპორტით, ველოსიპედით თუ გადაადგილდება ფეხით. ეს თქვენი არჩევანია. უბრალოდ, ერთ რამეს ვპირდები თბილისის მოსახლეობას, რომ ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტულიიქნება. ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას, რაც გვაქვს - გვჭირდება 18-მეტრიანი ავტობუსების დამატება და ვაპირებთ, რომ ისინი 2023-24 წლებში შევისყიდოთ, ახალი ავტობაზის მშენებლობის პარალელურად. ასევე, კონკრეტულ მეტროსადგურებში გვაქვს გამოწვევა. ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


დედაქალაქის მერმა ასევე,ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ თუ აქვთ ხედვა სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის მთავრობის ხედვისგანგანსხვავდება, მზადაა, მათგან რჩევები მიიღოს.

 


„თუ თქვენ გაქვთ რაიმე განსხვავებული ხედვა ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან იცით რაიმე ისეთი, რაც გასაკეთებელია და არ ვაკეთებთ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს რჩევას, შეხედულებას იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რას არ აკეთებს დედაქალაქის მერია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვავითაროთ თავისი ინფრასტრუქტურით. ალბათ იმაშიც მეთანხმებით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება შეუძლებელია უცებ, ეს უდიდეს დისკომფორტს იწვევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი