კახა კალაძე: როცა მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, მე ფეხბურთით გამოვიმუშავებდი მილიონებს და საქართველოში ჩამომქონდა
28-12-2022, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენი მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა“, - ამ სიტყვებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატ ლილე ლიპარტელიანს უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში როდესაც კარგი საქმე კეთდებოდა, ამაზე ყოველთვის ღიად საუბრობდა.

 

 

კახა კალაძის თქმით, ფეხბურთელობისა და იტალიაში ცხოვრების დროს ცდილობდა, გამომუშავებული ფული საქართველოში დაებანდებინა და ქვეყანაში დოვლათი შეექმნა.

 


„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავე პოზიციაზე ვარ - ყოველთვის მიხაროდა, როცა ქვეყანაში კარგი რამ კეთდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ხელისუფლებაში. თქვენგან განსხვავებით, მე ეს მიხაროდა, რადგან ჩემს ქვეყანაში და ჩემი ხალხისთვის კეთდებოდა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიმაღლებდი ხმას იმაზე, რაც არ მომწონდა. ვიყავი და ვარ თავისუფალი ადამიანი, ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი და რაც კარგი კეთდებოდა, ამაზე ღიად ვსაუბრობდი. მე ვცხოვრობდი იტალიაში. ყველანაირ საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი - ჟურნალისტებთან ურთიერთობა იქნებოდა თუ ჩემი პირადი ინვესტიციები. თქვენი ხელისუფლების პირობებში, მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა, რომ აქ დამებანდებინა, ხალხი დამესაქმებინა და ჩემს ქვეყანაში დოვლათი შემექმნა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


კახა კალაძე თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი