კახა კალაძე: თქვენი არჩევანია, რითი გადაადგილდებით, არავინ გზღუდავთ, პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს
28-12-2022, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერისკახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა გადაადგილების მეტი შესაძლებლობა უნდა შექმნას და ხელი შეუწყოს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას.

 

 

კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ტრანსპორტთან დაკავშირებით დეპუტატ ცოტნე კობერიძის შეკითხვას უპასუხა.

 


„მერწმუნე, იმაზე მეტ პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავ, რასაც ჩვენ. შეიძლება, არც უნდა ხედავდე, ეს ნორმალურია. იმდენი პრობლემაა დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ. მკითხე, მეტროში თუ ჩავსულვარ - მე რომ მეტროთი დავდიოდი, შენ შეიძლება დაბადებულიც არ იყავი.ჩვენ ვიცით, რა არის პრობლემა, გამოწვევა და ყველაზე მთავარი - ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, არსებული დისკომფორტი მოვუხსნათ, მეტიც, ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მე ძალიან ბევრნაირი ტრანსპორტით გადავადგილდები: საჭესთანაც მიყვარს ჯდომა, გადავაადგილდები მოტოციკლეტით, კარგი მოტოციკლეტი მყავს და მსიამოვნებს ამ ტრანსპორტით სიარული, დავდივარ ველოსიპედითაც; ასევე, ჩემს შვილებთან ერთად, ძალიან ხშირად გადავადგილდები სკუტერითაც. ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია, გინდა ავტომობილით გადაადგილდით, გინდა მეტროთი, გინდა ავტობუსით, გინდა მიკროავტობუსით, არავინ გზღუდავთ. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით „აჭარა ჯგუფთან“, რომელმაც ძალიან კარგი პროექტები განახორციელა - ეს არის ელექტროსკუტერების, ელექტრომობილების შემოყვანა, ახლა ელექტროველოსიპედები შემოიყვანეს, რაც ძალიან მისასალმებელია და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება ხელშეწყობა ამ მიმართულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ამასთან, ცოტნე კობერიძის რეპლიკას, რომელმაც მეტროში ნაკადის მომწესრიგებლებს „მწყემსები“ უწოდა, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემაც უპასუხა.

 


„თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, არ მიკვირს, რა განცხადებასაც აკეთებთ, მაგრამ ვისაც„მწყემსები“ უწოდეთ, არიან ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის პატივცემული თანამშრომლები, რომლებმაც მეტროს ერთი ხაზიდან მეორეში გადასასვლელში მოძრაობა დაარეგულირეს და პიკურ საათებში პრობლემა არ გვაქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ თანამშრომლებს, ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. ჩვენ დავინახეთ, რომ ნაკადების მართვამ შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 


რაც შეეხება ე.წ. „ფრი რაიდერებს“, ხმალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფასიანია და შესაბამისად, მგზავრობის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს, თუმცა არსებობს შეღავათიანი ტარიფები, ასევე, უფასო მგზავრობა მგზავრების გარკვეული კატეგორიისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი