კახა კალაძე: მახათას მთაზე „არსენალის“ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად, მიწის ნაკვეთისთვის 20 მილიონი გადავიხადე ბიუჯეტში
28-12-2022, 17:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არავისთვის არანაირი ჩუქება არ მითხოვია - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზვიად კუპრავას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, კახა კალაძეს მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტი მას შემდეგ მოუვიდა, რაც მას მახათას მთა არ აჩუქეს.

 


დედაქალაქის მერის განცხადებით, მახათას მთაზე „არსენალის“ პროექტის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთი თავის დროზე 20 მილიონად შეისყიდა. პროექტის განხორციელებას კი ხელი 2008 წლის აგვისტოს ომმა შეუშალა.

 


„რაც შეეხება მახათას მთას, აქ საუბარია „არსენალის“ პროექტზე, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად წამოვიწყე და, რა თქმა უნდა, არავისთვის არასოდეს არანაირი ჩუქება არ მითხოვია. თქვენ ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ მე სახელმწიფოსგან, ბიუჯეტისგან რაიმე ერთი თეთრის ღირებულების საჩუქრად მიმეღოს ან რაღაცწამეღოს. გამორიცხულია ეგეთი რამ. რაც შეეხება „არსენალის“ პროექტს, ეს იყო ჩემი სურვილი, მეგობრებთან ერთად, რომ საქართველოში განგვეხორციელებინა მასშტაბური პროექტი და მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთში 20 მილიონი მქონდა გადახდილი ბიუჯეტში. სამწუხაროდ, 2008 წელს მოხდა ის, რაც მოხდა. მხედველობაში მაქვს აგვისტოს ომი, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ჩემს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


დედაქალაქის მერმა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

 


„რაც შეეხება სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობის დაძაბვას, თუნდაც გაფუჭებას, იყო ძალიან მარტივი. მე ვცხოვრობდი იტალიაში და რა თქმა უნდა, ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას. ყოველთვის, როცა მეძლეოდა შესაძლებლობა, ყოველთვის ჩამოვდიოდი, აქ ვისვენებდი, რადგან აქ იყვნენ ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები და ყოველთვის მიხაროდა საქართველოში ჩამოსვლა იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ეს ტრაგედია მოხდა საქართველოში, ეს უბედურება ჩაიდინეს ქართველებმა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არასოდეს გამნელებია სიყვარული ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას, მიხაროდა კარგი, რაც კეთდებოდა და არასოდეს არ ვიხევდი უკან, მეთქვა ის სიმართლე, რაც პრობლემა იყო და რაც მიმაჩნდა არასწორად. თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრებების გამო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, მგონი, ამას ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი