GUARDIAN.GE - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გავიდა და ჰკითხა: „აქ რომ მოვარდით... სად იყვნენ 2007 წელს, როცა უკვე მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები?!“. მის მიმართვას - „აქ რომ მოვარდით“ - რომელიც მან დაჟინებით სამჯერ გაიმეორა, აქციის მოანაწილეთა მწვავე რეაქცია და ხმამაღალი შეძახილები მოჰყვა.
„აქ რომ მოვარდით... (ხმაური და შეძახილები აქციაზე)... აქ რომ მოვარდით... აქ რომ მოვარდით ვიღაცები, ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე (ხმაური და შეძახილები აქციაზე)..., მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ როცა ვიდექი ქუჩაში, სად იყვნენ. მე გეტყვით, სად იყვნენ ისინი, ვინც „მესიჯბოქსებს“ ავრცელებენ დღეს - იყვნენ მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებულნი სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“, ისინი ვინც დღეს „მესიჯბოქსით“ ავრცელებენ, თურმე იციან, მე რას გავაკეთებ, როდის გავაკეთებ, თურმე იციან, რატომ გავაკეთებ“, - უთხრა აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა:
„მე მინდა კიდევ ერთი რამე გითხრათ. ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე მურისიძე, ჩინჩალაძე? მე შევიწყალე?... (ხმაური აქციაზე)... თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და ეს არ არის შეწყალება? და სადა ხართ, ვინც გააპროტესტეთ, სად იყავით?“ - აღნიშნა პრეზიდენტმა, რომლის უკან მისი მრჩეველი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე იდგა.
მან უპასუხოდ დატოვა აქციის ერთ-ერთი მონაწილის, კონტროლის პალატის აწ გარდაცვლილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის შეკითხვა, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.