სალომე ზურაბიშვილი: მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები... პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი ჩემს კარებთან
28-12-2022, 19:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუღებელია, რაც ხდება დღეს ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე – ზეწოლა, ბულინგი, პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება. აგერ, რუსული სოფელია ჩემს კარებთან... მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

 


„მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე – ზეწოლა, ბულინგი. არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი ჩემს კარებთან და ნახეთ, რას ნიშნავს, არა მგონია, არც ერთ ქვეყანაში სხვაგან არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრები არის და სხვადასხვა გემოვნება.

 


მერე მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა. არ ვიცი, რა ვიცი რამდენი წლის ვარ... (იცინის), მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ ისიც იცის, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე. მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი