ისნის რაიონის გამგებელმა 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
29-12-2022, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისნის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ისნის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 


მან მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ასევე, მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრა.

 


2022 წლის განმავლობაში ისნის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 23,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

 


მიმდინარე წელს,ისანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულიპროექტები განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 70 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; ჯამში, ასფალტის ძველი საფარი ახლით 80 მისამართზე შეიცვალა. გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 7 მისამართზე დასრულდა; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 11 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. რაიონს 31 მრავალფუნქციური სკვერი და საბავშვო მოედანი შეემატა.

 


ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა და 1 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედანი და ახალი გზა ერთდროულად მოეწყო. თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე 5000 კვ.მ-ზეა განთავსებული. 6300კვ.მ-ზე კი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 2 332540 ლარი შეადგინა.

 


ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 180 სხვადასხვა პროექტი განხორციელდა.

 


კაპიტალური გამაგრების სამუშაოები 9 ნაგებობას ჩაუტარდა, რეაბილიტირდა 51 ბრტყელი და ქანობიანი სახურავი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები 25 მისამართზე, მოეწყო ლიფტი 32 მისამართზე და 16 მისამართზე სადარბაზოს რეაბილიტაცია განხორციელდა.

 


მიმდინარე წელს ისნის გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებებიც ჩაატარა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი