თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ქვეყანას მშვიდობა უსურვა.
„ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ-წელს, შობას. პირველ რიგში, მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, რაც თითოეული ადამიანისთვის უძვირფასესი და ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მინდა, ვუსურვო ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს მშვიდობა. მინდა, ვუსურვო მშვიდობა ყველა იმ ქვეყანას, იმ ადამიანს, სადაც დღეს უდიდესი პრობლემებია. მთელ მსოფლიოს,ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს მინდა, ვუსურვო მშვიდობა და სიმშვიდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.