ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური "ყაზბეგისა" და "ლარსის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებულ მდგომარეობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად, "ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციის მხარეს, "ლარსის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, გარკვეული შეფერხებები აქვთ თურქეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად მოძრავ ტვირთებს.
"მითითებული ტვირთებიდან უკან მობრუნებული სატვირთო ა/მანქანების ნაწილი მძღოლების მოთხოვნის შესაბამისად გაიგზავნა აზერბაიჯანის ან თურქეთის რესპუბლიკების მიმართულებით. დარჩენილი მანქანები იმყოფებიან ე.წ ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ელოდებიან რუსეთის ფედერაციაში შესვლის თანხმობას", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში და აღნიშნავენ, რომ ქართულ მხარეს ს.გ.პ. "ყაზბეგი"-ის კონტროლის ზონაში არ იმყოფება არც ერთი ზემოაღნიშნული მიზეზით გაჩერებული ავტომანქანა.
საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები აწვდიან შესაბამის ინფორმაციას ტრანზიტულად მოძრავი ტვირთების მძღოლებს "ლარსის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.