ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში სამ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა
30-12-2022, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო - მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში ბინა 3 ოჯახს გადაეცემა.

 


ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია ქალაქ ცაგერის მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გააცნეს და საქართველოს მთავრობის განკარგულებები გადასცეს.

 


ცაგერის მერიის ცნობით, მიმდინარე წელს ჯამში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში 105 ოჯახს გადეცა. რეგიონის მასშტაბით პრობლემა სრულად აღმოფხვრილია და ყველა ბენეფიციარი დაკმაყოფილებულია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი