ვანში „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
31-12-2022, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პროგრამის - „ახალი წლის დღეები საქართველოში“ - ფარგლებში გამართული მთავარი საახალწლო ღონისძიება დასრულდა.

 

 

 


მთელი დღის განმავლობაში ვანში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა.

 

 

 

 

 

ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები.

 

 

 

 

 

სპეციალურ ქოხებში საშობაო ბაზრობა მოეწყო და ადგილობრივი მეწარმეების მიერ თავიანთი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საბავშვო სივრცეებში ბავშვები შეხვდნენ ზღაპრის გმირებს, ითამაშეს სხვადასხვა სახის გასართობი თამაშები.

 

 

 

 

პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ასევე დღის განმავლობაში მთავარი საახალწლო ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსიარულე ორკესტრის შოუ, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და ქიმიური შოუ.

 

 

 

 

შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა (დაბლა ფოტოზე) სცენიდან მიულოცა.

 

 

 

 

მოგვიანებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა. 

 

 

 

 

კონცერტზე მისული მაყურებლის სადღესასწაულო განწყობაზე სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები, გიორგი ცხადაძე, სოფო ბათილაშვილი, ანა ქურთუბაძე, ქრისტინე ჯაფარიძე და ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონი“ ზრუნავდა.

 

 

 

 

საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

 


ინფორმაციას და ფოტომასალას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი