თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს, ევროპის მოედანზე გალაკონცერტზე იწვევს. ჟანრობრივად მრავალფეროვან საახალწლო მუსიკალურ პროგრამას 23:00 საათიდან დიჯეი ანა სიუ გახსნის. 00:00 საათიდან კი, სამ სხვადასხვა სცენაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი“, დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, NewOne, ნატო მეტონიძე, Killages, ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ქუთათელაძე, კოტე ყიფიანი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, TheQuintessence, ლიზა ბაგრატიონი, სალიო,დათო გომართელი, ანა დოი, მარიამ როინიშვილი, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ეკა მამალაძე, გიორგი მიქაძე, ნინო მაჩაიძე, ოთო ჯორჯიკია, დუდანა მაზმანიშვილი და ნინო სურგულაძე.
საღამოს გაუძღვებიან წამყვანები: ბახვა ბრეგვაძე, მანიკა ასათიანი, ნიკოლოზ წულუკიძე, სალომე არშბა, ლიზა წიკლაური და გიორგი ბახუტაშვილი.
საახალწლო გალაკონცერტი 02:00 საათამდე გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.