95 წლის ასაკში რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI გარდაიცვალა
31-12-2022, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI თავის ვატიკანის რეზიდენციაში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, თითქმის ათი წლის შემდეგ, რაც მან ჯანმრთელობის პრობლემების გამო პაპობაზე უარი თქვა. ის კათოლიკურ ეკლესიას რვა წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ედგა სათავეში, ვიდრე 2013 წელს გადადგებოდა, რითაც მე-15 საუკუნის შემდეგ რომის პირველი პაპი გახდა, რომელმაც მოვალეობის შესრულებაზე თავისი ნებით თქვა უარი. მანამდე, 1415 წელს, გრიგოლ XII გადადგა პაპის პოსტიდან.

 


ბენედიქტმა თავისი უკანასკნელი წლები ვატიკანის კედლებში მდებარე მონასტერში, Mater Ecclesiae გაატარა. მისმა მემკვიდრემ, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მას ხშირად სტუმრობდა. ვატიკანის განცხადებაში ნათქვამია: „მწუხარებით გაცნობებთ, რომ პაპი ემერიტუსი, ბენედიქტ XVI, დღეს, 9:34 საათზე, ვატიკანში, Mater Ecclesiae მონასტერში გარდაიცვალა. ვატიკანმა განაცხადა, რომ პაპი ემერიტუსის ცხედარი 2 იანვრიდან წმინდა პეტრეს ბაზილიკაში იქნება დასვენებული და მორწმუნეებს პატივის მიგება შეეძლებათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი