აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამა ამის შესახებ გუშინ თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს ტერაქტების აღსაკვეთად როგორც ამერიკაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და განაგრძობს ბრძოლას "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერაყსა და სირიაში, ვიდრე ის მთლიანად არ განადგურდება.
"გასაგებია, რომ ადამიანები წუხან საკუთარი უსაფრთხოების გამო, მით უმეტეს პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ", - აღნიშნა ობამამ და დაამატა, რომ ამერიკის ხელისუფლება დგამს ყველა შესაძლო ნაბიჯს, რათა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
ბარაქ ობამას განცხადებით, ამერიკის სპეცსამსახურები არ ფლობენ რაიმე სახის მონაცემებს ამერიკის ტერიტორიაზე მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით. "ჩვენ არ გვაქვს სარწმუნო და კონკრეტული ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში რაიმე შეთქმულების შესახებ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.