მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
02-01-2023, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ეცერი - GUARDIAN.GE-ის არქივის ფოტო

 

მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის ადმინიტრაციული თემის სოფელ ჭელირში გვიან ღამით ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ერთ-ერთი მოკლულის ძმა. 

 

 

როგორც GUARDIAN.GE-იმ გაარკვია, ასევე ნაცემია ქალბატონი - ერთ-ერთი მოკლულის დედა - რომელსაც თავის არეში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, იგი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

 

 

GUARDIAN.GE-ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა უთხრა, რომ კონფლიქტი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ძველ უთანხმოებას მოჰყვა. 

 

 

GUARDIAN.GE-ისთვის გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია. ისინი ამავე სოფლის მკვიდრნი არიან. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო, სხეულზე ათამდე ნატყვიარი აქვს. მათი ცხედრები ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. 

 

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთი პირი - ერთ-ერთი მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მამა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით სხვა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა - თავად ჩაბარდა პოლიციას და დანაშაული აღიარა.  

 

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი