ივანე ჩხაიძე: საქართველოში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ყველაზე დიდი რაოდენობით არის H3N2 ტიპის ვირუსი ე.წ. ჰონკონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 33%-ს შეადგენს
04-01-2023, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში H3N2 ტიპის, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს.

 


როგორც ივანე ჩხეიძემ აღნიშნა, დეკემბრის თვეში გრიპის ვირუსის მატება არის, თუმცა მცირედი, რაც ლოგიკური.

 


„ჩვენ ხშირად ვამბობთ, თუ იქნება ქვეყანაში რესპირაციული ვირუსების პიკი, ეს პიკი დეკემბერ-იანვრის თვეზე მოდის, შესაბამისად, ახლა ამ პერიოდში ვართ. ეს მცირედი მატება ლოგიკური და ახსნადია. ანგარიშით ნათლად ჩანს, რომ ძირითადი ვირუსი ეს არის გრიპის ვირუსი, კერძოდ, მისი ტიპის ფორმა და მისი ჯამური რაოდენობა ვირუსულ პეიზაშში შეადგენს 50 პროცენტს, რაც მაღალი მაჩვენებელია. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში ძირითადად სწორედ გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსების გაყოფას თუ შევხედავთ, ყველაზე დიდი რაოდენობით არის H3N2 ტიპის ვირუსი ე.წ. ჰონკონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 33 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში და ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება დეკემბრის თვე“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

 

 

მისივე თქმით, კორონავირუსის ხვედრითი წილი 9,8 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ არსად არ გამქრალა კორონავირუსი.

 


„შესაძლებელია, კორონავირუსი გახდეს ისეთივე სეზონური ვირუსი, როგორიც გრიპის ვირუსი. სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე დასტურდება. შესაძლებელია, ჩვენ პანდემიის დასასრული, 2023 წელს მოვისმინოთ ჯანმოსგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრება, ის იქნება, ჩვენ მას შევეჩვევით, ყოველწლიურად ალბათ, შევებრძოლებით ვაქცინაციის საშუალებით.

 


წლევანდელი წელი ამ მხრივ შეიძლება, იყოს გამორჩეული და შეიძლება, პირველად ვთქვათ, რომ კორონავირუსი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იყო ვირუსებს შორის ერთ-ერთი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში წამყვანი. თუ გრიპს და კორონავირუსს შეადარებთ, 5-ჯერ მეტია გრიპი, ვიდრე კორონავირუსი, პანდემიის წლებში ასე არ იყო. კორონავირუსის პანდემიამ, რადიკალურად შეცვალა სეზონურობის განმარტება, რადგან ჩვენ 2022 წელს გვქონდა, არაერთი, არამედ ორი პიკი. განსხვავებით კორონავირუსისგან გრიპი ცირკულირებს უფრო ბავშვებში. კორონავირუსი არ არის ბავშვების ვირუსი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ, რომლის კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს. 

 

კომენტარები: 1
#1   seo
      
I am really looking forward to trying out this printing center’s other services in the near future. I would really recommend them because not only because of their high quality outputs, but also because of their prices and their very accommodating customer service as well. If you’re in need of it, avail their services through https://www.digitekprinting.com/.
10 იანვარი 2023 17:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი