"უკრაინა დაკარგავს ყირიმს, რადგან ჩვენ შევალთ იქ და დავიცავთ მას, როგორც ეს საქართველოში გავაკეთეთ"
22-02-2014, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ უკრაინა გაიყოფა, ეს ომამდე მიგვიყვანს. პირველ რიგში, უკრაინა დაკარგავს ყირიმს, რადგან ჩვენ შევალთ იქ და დავიცავთ მას, როგორც ეს საქართველოში გავაკეთეთ. ამის შესახებ ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა გამოცემა The Financial Times-ს განუცხადა.

 


"რუსეთი მზად არის იბრძოლოს ყირიმისთვის, რათა დაიცვას მისი ეთნიკურად რუსი მოსახლეობა და ყირიმში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზები", - ციტირებს გამოცემა რუსული მაღალჩინოსნის კომენტარს.

 


ამასთან, The Financial Times-ი აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მოგვიანებით კი რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ ის ერთადერთი ძირითადი ქვეყანაა, რომელმაც მათი დამოუკიდებლობა აღიარა.

 

 

"საქართველოსთან ხანმოკლე კონფლიქტს კრემლში ცივი ომის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე მწვავე დაპირისპირებად მიიჩნევენ", - ნათქვამია The Financial Times-ის სტატიაში.

 


ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინაში მსგავსი სცენარის განმეორებას ვარაუდობენ, რადგან ქვეყანაში შექმნილმა სამოქალაქო კონფლიქტმა დაძაბულობა გააღვივა ყირიმში, სადაც მოსახლეობის 60% ეთნიკურად რუსები არიან, დანარჩენები კი უკრაინელები და ყირიმელი თათრები.

 


სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ყირიმის უკრაინისგან გამოყოფას არ გამორიცხავს ყირიმის პარლამენტის სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვი.

 

 

"ეს შესაძლებელია, თუ ქვეყანა შუაზე გაიხლიჩება. ყველაფერი ამისკენ მიდის", - ციტირებს გამოცემა ვლადიმერ კონსტანტინოვის "ინტერფაქსისთვის" გაკეთებულ კომენტარს. იგი ასევე აცხადებს, რომ ყირიმელებმა დაცვისთვის შესაძლოა რუსეთს მიმართონ.

 

 

ამასთან, როგორც სტატიის ავტორები კეთრინ ჰილი და რომან ოლერჩუკი წერენ, პირად საუბრებში ბევრი რუსი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროშია მოქცეული.

 


"ჩვენ არ მივცემთ ევროპასა და აშშ-ის იმის ნებას, რომ უკრაინა წაგვართვან. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ერთი ოჯახი ვართ. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი ისეთივე სუსტია, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში იყო, მაგრამ ასე არ არის", - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კომენტარს.

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/271113-rusi-maghalchinosani-chven-vibrdzolebth-yirimisthvis-da-shevalth-iq-rogorc-es-saqarthveloshi-gavaketheth.html 

კომენტარები: 2
#2   ბიმო
      
საქართველოში თქვენს მიერ 1992 წ. გადატრიალების შედეგად დასმული იანუკოვიჩ -შევარდნაძე იყო და მან დაგომისის , სოჭის ხელშეკრულებით ჩაგაბარათ ცხინვალი და აფხაზეთი ... 48 მილიონიან უკრაინას ამჟამად თავისი ხელისუფალი ყავს , თუ ვერ მოახერხეთ თქვენ პუტინის პუტანკა ტიმოშჩენკოს დასმას
25 თებერვალი 2014 14:42
#1   giorgi
      
აი ხალხო რაარიან რუსი შვაინები კატამ რო თხარა და დიდი თაგვი გამოთხარა ასე მოუვა უკრაინასთან. საქართველო გონიათ უკრაინა პუტინ იიიისსტეებოო დედა გეტირაბათ მალეეეეე
23 თებერვალი 2014 08:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი