აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც-ტექნიკა, უამინდობისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, აქტიურად ახორციელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს. ამ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. ასევე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს კურორტ „გოდერძის“ მიმართულებით.
მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით.
დაბალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 30 სმ-ია, ხოლო მაღალ ზონაში 70-80 სმ-ს აღწევს.
ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.