შალვა ნათელაშვილი: იქნებ გახარიამ ახლა მაინც გაგვცეს პასუხი იმ მოლაპარაკებათა შინაარსზე, რაც გაიმართა მაიკ პომპეოსთან და იმაზეც, შეხვდა თუ არა მაღალჩინოსანი ამერიკელი სტუმარი პირადად ბიძინა ივანიშვილს
10-01-2023, 20:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

როგორც გახსოვთ 2020 წლის 17--18 ნოემბერს თბილისს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ტრამპის მთავრობაში მაიკ პომპეო. როგორც გამოცხადდა, იგი შეხვდა პრემიერ გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, კათოლიკოს-პატრიარქს და ისე გაემგზავრა თბილისიდან, რომ პატარა საჯარო განცხადებაც კი არ გაუკეთებია, რაც ამერიკული დიპლომატიის ისტორიაში სახელმწიფო მდივნების ვიზიტებისას უპრეცენდენტო შემთხვევაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.

 

 

„მან თბილისში დატოვა თავისი თანაშემწე ფილიპ რიკერი (რომელიც ამ დღეებში საერთოდ დაითხოვეს დიპლომატიური სამსახურიდან) და ეს ბატონი ცდილობდა ოპოზიციის იძულებას შევსულიყავით პარლამენტში ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის გადასარჩენად და ეს ზეწოლები შემდგომში უკვე გაგრძელდა ამერიკის მოქმედი ელჩის, კელი დეგნანის უშუალო მონაწილეობით. შედეგად, ოპოზიცია პარლამენტშია, ხოლო რუსული ოლიგარქიული რეჟიმი უპირველესად ამერიკის გადაუწყვეტელ თავსატეხად იქცა.

 

 

იქნებ მაშინდელმა პრემიერმა, ამჟამად ოპოზიციაში გადასულმა გახარიამ ახლა მაინც გაგვცეს პასუხი იმ მოლაპარაკებათა შინაარსზე, რაც გაიმართა მაიკ პომპეოსთან და იმაზეც, შეხვდა თუ არა მაღალჩინოსანი ამერიკელი სტუმარი პირადად ბიძინა ივანიშვილს.

 

 

ასე ხდება,როდესაც დიდი სახელმწიფოები ხალხს არ ეკითხებიან და ისე წყვეტენ ხელისუფლებათა მოყვანა-წაყვანის საკითხს, შემდგომ თვითონვე ებმებიან საკუთარ ქსელში, მაგრამ ყველაზე მეტად იტანჯება ის ხალხი, ვისი ინტერესიც არაფრად ჩააგდეს“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი