ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიურომ შემდეგი საკითხები განიხილა:
-საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებებისა და საქართველოს რეგიონებში მთის ფონდის მიერ დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების განხილვა;
-2023 წლის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების გეგმის შედგენის განხილვა;
-საკრებულოსა და მერიის ერთობლივი სამუშა ჯგუფის შექმნის შესახებ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო ადამიანების აღრიცხვის, მათთვის საცხოვრისისა და სასადილოების შექმნისთვის;
-ახალქალაქი-კარწახის სახელმწიფოთაშორისი გზის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების, მისი გაწმენდისა და შემდგომი მონიტორინგის განხილვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.