გიული ალასანიამ მის შესახებ გავრცელებულ ჩანაწერზე განაცხადა: „რას ბოდავენ, რას ჩხლართავენ. არ მომისმენია ეს ჩანაწერი, არც მინდა, მოვისმინო და არც დრო არ მაქვს ამისი“
12-01-2023, 09:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გიული ალასანია - ფოტო: „მთავარი არხის“ ვიდეოკადრიდან

 

ჩანაწერი არ მომისმენია, არც მინდა, მოვისმინო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ განუცხადა.

 


„ეს არის სისულელე. საიდან მოიგონეს საერთოდ, რა ჩანაწერი, რას ბოდავენ, რას ჩხლართავენ. არ მომისმენია ეს ჩანაწერი, არც მინდა, მოვისმინო და არც დრო არ მაქვს ამისი. ყველა ხედავს, რითიც ვარ დაკავებული და რასაც ვაკეთებ. ჩანაწერი მოიგონეს ახლა ახალი“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

 


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ნამდვილობა დადასტურებული არ არის. გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს.

 

 

იგი ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

 

 

ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე ალასანია ამბობს: „მთავარი ის არის, რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში“.

 

 

გავრცელებულ აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ გიული ალასანია ამბობს: „არ ვიცი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ“ [სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნება].

 

 

„უნდათ ახლა გახარიაზე მუშაობა, ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს. პროცენტულად არ აქვს ის შედეგი, მაგრამ ამზადებენ მომავლისთვის. ამიტომ ამ სიტუაციაში, მე არ ვიცი ამ ჩემს შვილს აქ რა დახვდება. მე არ ვიცი. აი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ“, - ამბობს გიული ალასანია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი