მესამე დღეა ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა ვანის მუნიციპალიტეტში - წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროენერგიის და ინტერნეტის გადამცემი ბოძები, საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები, ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა ვანის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის ადმინისტრაციის შენობის სახურავიც.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არსებული შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი, რათა პრობლემის შემთხვევაში მოქალაქეებმა შეძლონ ოპერატიულად დაკავშირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ასევე შექმნილია სტიქიის დამთვლელი კომისია, რომელიც ახდენს სტიქიის შედეგების აღრიცხვას.

ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, ადგილზე ეცნობა სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.

ძლიერი ქარის გამო გამოწვეული საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში, მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ს , ან დარეკეთ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე, (0432) 22 10 34 , 591 30 02 80.
ინფორმაციას და ფოტოებს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.