ილია დარჩიაშვილი: სომხეთის და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი
12-01-2023, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

 

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ ერთი მხრივ შეფასდეს ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც გასული წლის განმავლობაში არსებობდა ორ ქვეყანას შორის და მეორე მხრივ დაიგეგმოს, იდენტიფიცირება მოხდეს იმ მნიშვნელოვანი საკითხების, რომელიც არის დღის წესრიგში და კომისიის მუშაობის შედეგად უკვე მომავალ წელს იმ იდენტიფიცირებული საკითხების გარშემო მოხდეს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, უკვე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ეკონომიკური კომისიები ორ ქვეყანას შორის. ამ კომისიებს უკვე ტრადიციული სახე მიეცა, რაც ძალიან ეხმარება შესაბამის სამინსიტროებს იმისთვის, რომ მათი მუშაობა იყოს კიდევ უფრო შედეგიანი, კონკრეტული ხელშესახები შედეგების მომტანი ორი ქვეყნისთვის,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი