„სამწუხაროდ, ქალაქის მაფიოზა მერის, ავტოგოლისტ კახი კალაძის გაუმაძღრობას, ახლახან, ვაკის საცურაო აუზში ბავშვის სიკვდილის შემდეგ, დღეს უკვე ლიფტში ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა“, - ამის შესახებ Facebook-ში „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.
„საკმარისი იყო ერთი წელი მაინც არ ეყიდა მერიას ჯიპები და ავსტრალიური ძროხის ტყავით დამზადებული ავეჯი, მთელი სალიფტე მეურნეობა განახლდებოდა და ამ ახალგაზრდების სიცოცხლე არ დამთავრდებოდა.
ახლა მიპასუხეთ, ვინაა მკვლელი, თუ არა ხელისუფლება და პირადად კალაძე?
სასწრაფოდ, ყველა ლიფტი გადავიდეს სახელმწიფო საკუთრებაში, დამთავრდეს იქ ფასიანობა, ფულაობა და კერძოობა, ასევე დაუყოვნებლივ გამოიცვალოს ყველა ლიფტი საიმედო აპარატურით, ხოლო კალაძე მოცილდეს დედაქალაქის მართვას“, - წერს ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.