„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ გამოჩენილი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებაშია აღნიშნული.
„ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდაა ამოტვიფრული საბჭოთა და ქართულ დიდებულ კულტურაში. ვახტანგ კიკაბიძე მთელი ეპოქის სიმბოლოდ იქცა თავისი მრავალმხრივი ნიჭის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი ახალი და უნიკალური ატმოსფეროს წყალობით. კინოში მის მიერ შესრულებული დაუვიწყარი გმირები და ორიგინალურად შესრულებული სიმღერები რამდენიმე თაობის გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება ყოველთვის უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს, დიდ პატივს სცემდნენ და მისით აღფრთოვანებულები იყვნენ. მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრული და მეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში.
გამოჩენილი ხელოვანისა და გულწრფელი ადამიანის, ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში. ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, ჩემი და მეჰრიბან ხანუმის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ“, - აცხადებს ალიევი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.