უილ სმიტმა "ახლო მომავალში" პოლიტიკაში წასვლის სურვილი გამოხატა
26-11-2015, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰოლივუდის ვარსკვლავი, უილ სმიტი აცხადებს, რომ ახლო მომავალში შესაძლოა "პოლიტიკაში წავიდეს". 47 წლის მსახიობმა ერთ-ერთ  ინტერვიუში მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მათ შორის აღნიშნა იმ სურვილის შესახებაც, რომ "იყოს მსოფლიოში სასარგებლო" იმით, რომ გამოავლინოს თავი პოლიტიკაში.


"მე ნამდვილად სრული დატვირთვით ვმუშაობ და ჩემი აზრების გადმოცემის უნარი მაღლა იწევს. ჩემი შესაძლებლობა, რომ ვიყო მჭევრმეტყველი, ჩემს სხეულთან და ხმასთან ერთად, საზოგადოებამდე მივიტანო იდეები, როგორც მსახიობმა, მაღლა იწევს და როცა პოლიტიკურ ლანდშაფტში ვიხედები, ვფიქრობ, რომ იქ შესაძლოა იყოს ჩემთვის მომავალი. წელს პირველი წელიწადია, როცა მოსვენება დავკარგე და ვერ ვიძინებ. ამგვარად, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, ახლო მომავალში მე უნდა გავასესხო ჩემი ხმა სხვა მიმართულებების საუბრებისთვის", განაცხადა სმიტმა და დაამატა, რომ ის თავის თავს "განსაკუთრებულად ნიჭიერად" არ მიიჩნევს.


"საკუთარ თავს განსაკუთრებული ტალანტის მქონედ არ მივიჩნევ. ვფიქრობ, ნიჭიერების მხრივ, საშუალოზე ოდნავ მაღლა ვდგავარ და თუკი ამას ოსტატობასაც დავამატებ, მაშინ შეიძლება რომ შესანიშნავი რამ მივიღოთ".


უილ სმიტის შესახებ წერილს ბრიტანული "გარდიანი" აქვეყნებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი