„ჯანდაცვის სამინისტრო, მუდმივ რეჟიმში, თვალს ადევნებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს. კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით, შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას, ნებისმიერმა პირმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში უსაფუძვლო შიში და პანიკა არ მოჰყვეს.
„ამ ეტაპზე, განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ვინც განცხადებებს აკეთებს, ყველა ადამიანს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ, რათა მოსახლეობაში უსაფუძვლო პანიკა არ დათესონ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. როგორც კი რაიმეს შევნიშნავთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით საშიშროება არ იქნება, ჩვენ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას. ჩემი თხოვნაა, რომ მედიამ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ, ლეგიტიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელოს ინფორმაცია.
აუცილებელია, რომ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით და არა ნებისმიერი მსურველის, ვისაც შეიძლება კითხვა დავუსვათ და თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მოსაზრების გამო, განცხადება გააკეთოს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.