ირაკლი შოთაძე: თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ
26-11-2015, 01:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარი პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციები უსაფუძვლოა და თითოეულ საქმეზე პასუხისმგებლობას თავად იღებს.

 

 

ამის შესახებ შოთაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თითოეულ საქმეზე პასუხისმგებლობას თავად იღებს.

 

 

„თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ. პასუხისმგებლობისთვის თავი არასოდეს ამირდებია და ამას არც ახლა ვაპირებ. რაც შეეხება გაუხსნელ საქმეებს, გამოძიება პროცესია, რომელიც მიმართულია შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისკენ და მას მისი სამართლებრივი პროცედურები აქვს“ - აღნიშნა შოთაძემ.

 

 

მან ასევე ისაუბრა პროკურატურის სისტემაზე და განაცხადა, რომ ამ სისტემაში ყველა იერარქიული საფეხური გაიარა და კარგად იცნობს იმ საჭიროებებსა და პრობლემურ საკითხებს, რომლის წინაშეც პროკურორები და გამომძიებლები დგანან.

 

 

"თუკი საქართველოს მთავარ პროკურორად ამირჩევთ, ექვსი წლის განმავლობაში, პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭირვალე, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი და განვითარებული სტრუქტურა გახდება, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან" - განაცხადა შოთაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი