გიორგი რურუა აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში ბიძინა ივანიშვილსაც აწყობს და დიდი ეჭვი არსებობს მერაბიშვილის და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ
17-01-2023, 14:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში ბიძინა ივანიშვილსაც აწყობს. ამის შესახებ რურუა „ფეისბუქში“ წერს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში თავის მხარდაჭერას ნიკა მელიას უცხადებს.

 


რურუას ინფორმაციით, უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას და „დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ“.

 


„ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა.მან გაარკვია რატომ არ გაქონდათ ნარჩენები დროულად და, თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა, ოკეანე, რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის საბაბი.

 


ახლა ჩვენთან რა ხდება, ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით.

 

 

პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი.

 


ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში.

 


პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას.

 


დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ.

 


აქ მოკლედ დავწერე მთავარი აქცენტები.

 


მე ვუჭერ მხარს ნიკა მელიას, ვუსურვებ გამარჯვებას, როგორც შიდა, ასევე მომავალ არჩევნებში“, - წერს რურუა.

 

კომენტარები: 1
#1   Carroll
      
I think this web site contains very wonderful written subject material content.


My web page ... Starlight CBD Gummies Reviews
23 იანვარი 2023 04:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი