საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი 27 ნოემბერს დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა, 10:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
"საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს სიტყვით მიმართავენ, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება.
შეხვედრის დაწყებამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების კომისარი იოჰანეს ჰანი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.