თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა გრძელდება
18-01-2023, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა გრძელდება. ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მორიგი შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან გამართა.

 

 

თავდაცვის სამინისტროში მიწვეულ სტუმრებს მინისტრის მოადგილემ თავდაცვის კოდექსის პროექტი წარუდგინა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. გრიგოლ გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო კოდექსით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლებიც არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს და შემოაქვს სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები.

 

 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია და სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადეს თავდაცვის კოდექსის პროექტის გაცნობისათვის და მათი წინადადებები და მოსაზრებები წარადგინეს.

 


თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით განხილვა მანამდე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან გაიმართა. თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი