ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
თათბირზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში არსებული ზოგადი მდგომარეობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები, არსებული გამოწვევები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი წინადადებების შერჩევის მიზნით სოფლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები.
სამუშაო თათბირში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.