ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს „ქართუს“ საკუთრებას და დაუშვებელია ამ საპროექტო წინადადების განხილვაც კი - ანა ბიბილაშვილი
19-01-2023, 14:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმისთვის წარდგენილი საპროექტო წინადადება სრულიად შეუსაბამოა დედაქალაქის ამ არეალის სივრცითი განვითარებისთვის, უფრო მეტიც, ალბათ თბილისში ძნელად მოიძებნება ადგილი, რომელიც შესაძლოა ამ მასშტაბისა და სიმაღლის მშენებლობისთვის შესაბამისი იყოს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრი ანა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

 

მისი თქმით, საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს „ქართუს“ საკუთრებას და დაუშვებელია ამ საპროექტო წინადადების განხილვაც კი.


„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საპროექტო ტერიტორიას დღეს გენ-გეგმის მიხედვით მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი, ხოლო პროექტით მოთხოვნილია სარეკრეაციო ზონა შეიცვალოს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით, რაც მიწის ნაკვეთს მშენებლობის მაქსიმალურ კოეფიციენტს ანიჭებს.


მერიაში წარდგენილ ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში ვკითხულობთ შემდეგ რეკომენდაციებს: „ახალი მოცულობის დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არსებული ლანდშაფტის შესაბამისი მასშტაბი. ახალ არქიტექტურულ კომპოზიციაში აქტიური ვერტიკალური განვითარება მისაღებად არ მიმაჩნია. სასურველია განაშენიანება განვითარდეს ბორცვის გაყოლებაზე გრძივი ფორმით, ისე რომ არ გადაიფროს ხედები ზედა უბანზე“.


პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საკითხის დამუშავებისას არქიტექტორებმა გაითვალისწინეს მკვლევარის მიერ ჩატარებული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რაც არის ცალსახად სიცრუე.

 

 

პროექტის განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნება 1000 ავტოსდგომი, ანუ პროექტი ითვალისწინებს მინიმუმ 1000 ავტომობილის ყოველდღიურ შესვლა-გამოსვლას ტერიტორიაზე. სატრასპორტო კვლევის ველი არ იხსნება, სიტყვაზე ვენდოთ, თუმცა რამდენადაც არ უნდა სცადო დასაბუთება, რომ ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 დამატებითი ავტომობილის კონცენტრირება ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს არ გადატვირთავს, მაინც დიდი სიცრუე იქნებოდა.


პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ტერიტორიას აქვს სამი შესასვლელი, მათ შორის ერთი გმირთა მოედნის მხრიდან, თუმცა საპროექტო მასალებში მხოლოდ ორი შესასვლელია გათვალისწინებული.


გმირთა მოედნის გარშემო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა არქიტექტურული იერსახე და ურბანული სტრუქტურა. თუმცა პროექტით გათვალისწინებული მოცულობა კრიტიკულ ზიანს მიაყენებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განშლას და ისტორიული დაცვის არეალს.


საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს „ქართუს“ საკუთრებას.

 

დაუშვებელია ამ საპროექტო წინადადების განხილვაც კი“, - წერს ბიბილაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი