საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის - DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აჰმედ ბინ სულეიმს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა პორტებისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სულთან აჰმედ ბინ სულეიმი ქვეყანაში არსებული რესურსებისა და ბიზნესგარემოს უკეთ გასაცნობად საქართველოში მოიწვია.
DP World-ი ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. კომპანიის შემოსავალმა 2021 წელს 10.7 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. DP World-ს მსოფლიოში 78 მოქმედი საზღვაო და შიდა ტერმინალის პორტფელი აქვს და მასში 56000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.