ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას, 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49 % კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით და რატომ ვაკეთებთ ამას, მოგახსენებთ, რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს შესაძლებლობის გაზრდის მიზნით.
„პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი გააჩნია, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 20 000 ათასი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით,“- განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.