ირაკლი შოთაძე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელებასა და გაძლიერებას მიიჩნევს
26-11-2015, 02:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ირაკლი შოთაძე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელებასა და გაძლიერებას მიიჩნევს. ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.


"ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ძირითადი ვალდებულება და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელება. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა გაძლიერდეს მაქსიმალურად და ამ მიმართულებით ჩვენ ყველამ ერთად დიდი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ", - განაცხადა შოთაძემ და დაამატა, რომ ამ მიზნით 2015 წელის მარტში საქართველოს პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა.


"აღნიშნული დეპარტამენტი ორიენტირებულია იმ საჩივარ-განცხადებებზე და დანაშაულებრივ ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდეა მომხდარი და რომელზეც საქართველოს პროკურატურაში შემოსულია ათასობით განცხადება-საჩივარი. ეს განცხადებები ძირითადად ეხებოდა საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებს. ასევე ამ დეპარტამენტის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ძალადობრივი დანაშაულებრივი ფაქტები: ისეთები, როდესაც ადგილი ჰქონდა ადამიანების წამებას, მათ მიმართ არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას, ხშირ შემთხვევაში მკვლელობას და სხვა დანაშაულებრივ ქმდებებს", - განაცხადა შოთაძემ.

 

ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, კანონიერ მესაკუთრეებს დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკვე დაუბრუნდათ.


"დაზარალებულად ცნობილია 24 მოქალაქე, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობის მიერ დაუბრუნდათ უკანონოდ ჩამორთმეული და მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული 26 ავტომანქანა, 2 მიწის ნაკვეთი და ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ ლარამდეა. ასევე დაბრუნების პროცესშია, თელავში მდებარე რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების აკურას ღვინის ქარხანა", - განაცხადა შოთაძემ.


მისივე განმარტებით, დაგეგმილია ახალი დეპარტამენტის კიდევ უფრო გაძლიერება.


"პროცესი, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო და რომელიც უკავშირდება მოქალაქეებისთვის იძულებით ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას, აქტიურად მიმდინარეობს და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი. გვესმის, რომ ბევრი მოქალაქე, რომელმაც მოგვმართა, შეიძლება უკმაყოფილო იყოს ახალი დეპარტამენტის მუშაობის ტემპით, თუმცა ყველამ უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ თითოეული განცხადება-საჩივრის ირგვლივ მიმდინაროებს სამართლებრივი პროცესი, გამოძიება, რომლითაც უნდა დადგინდეს გამოთქმულ პრეტენზიებში დანაშაულის არსებობა-არარსებობა. მოსაგროვებელია შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისად, ეს მოითხოვს დროს. თუმცა პროკურატურა ამ მიმართულებით გეგმავს მუშაობის გაძლიერებას და ვპირდებით დაზარალებულებს, რომ თითოეულ საჩივარ-განცხადებაზე მოხდება ეფექტური რეაგირება", - აღნიშნა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი