საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში სტრატეგიული პარტნიორების წინაშე ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
“მერგო პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევრაზიის შუა დერეფნის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში. ურყევი მხარდაჭერა გამოვხატე სტრატეგიული პარტნიორების წინაშე. საქართველო ბუნებრივად არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი. საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში.
ჩვენი ურყევი მიზანია სამხრეთ კავკასიის განვითარება და ისეთ რეგიონად წარმოჩენა, რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. ჩვენი საბოლოო მიზანია ჩვენი მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესება და მომავალი თაობებისთვის აყვავებული მომავლის უზრუნველყოფა,”- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.