„წარმოუდგენელი ტერორისტული აქტი ხდება საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე“ - „ჯეოჰოსპიტალის“ მენეჯერი ლეილა ოთიაშვილი
20-01-2023, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წარმოუდგენელი ტერორისტული აქტი ხდება საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთ-ერთი კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი, რომელიც რამდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ჯეოჰოსპიტალის“ მენეჯერი ლეილა ოთიაშვილი წერს. 

 

 

მოკლულია 1 პოლიციელი, 2 უმძიმეს მდგომარეობაშია. კორპუსის ეზოში 3 გვამი გდია, რომელიც ვერ გამოაქვთ, ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას.პოლიცია მობილიზებულია, მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა. მოჰყავთ ბევრი დაჭრილი. სამედიცინო პერსონალი შოკში ვართ, სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმის. პროგნოზის გაკეთება ძნელია, - წერს ლეილა ოთიაშვილი სოციალურ ქსელში.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცილური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი