შსს: საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან პირმა რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი, დაჭრილია ასევე 5 ადამიანი
20-01-2023, 07:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

 


„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

 


გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

 


ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

 


შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

 


ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

 


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

საგარეჯოში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მან დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია. 

 

 

„ხუთია დაჭრილი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, არტერია აქვს დაზიანებული და მას ოპერაცია უტარდება, ექიმები ჯერჯერობით ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ ვერ გადარჩება, ღმერთმა ქნას ის გადარჩეს. შემთხვევა, ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა. მოქალაქემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, სახლიდან, სახლში იმყოფებოდა მისი შვილიც, სრულწლოვანი ბიჭი, დაიწყო ერთი მხრიდან აივნის, მერე მეორე  მხრიდან დაიწყო სროლა და ბაშვმა დატოვა მერე სახლი, ამ ბიჭმა, შვილმა, მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, გახსნა ცეცხლი მეორე მხრიდან, დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა ჩვენი თანამშრომელიც. ეს ვიცით ჯერჯერობით“, - თქვა გომელაურმა. 

 

 

 

 

მინისტრის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საგარეჯოში თავისი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ცეცხლი გახსნა, ყოფილი სამხედროა და იგი ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა, თუმცა თავდაცვის ძალების რიგები მან 2021 წელს დატოვა.

 

 

„ძალიან მძიმედ ვარ და ძალიან ცუდად ვარ მეც და... გამიგეთ. პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ყოფილი სამხედროა, იგი 2006 წლიდან მუშაობდა და 2021 წელს არის წამოსული, პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც უკვე გვითხრეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა სამსახურიდან, მანამდე მუშაობდა, ავღანეთშიც ნამყოფია, ავღანეთის მისიაში, როგორც დაგვიდასტურეს. რა მოხდა, არავინ არ იცის ჯერჯერობით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და დაამატა:

 


„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება, მოუწოდეს, იგიევ გასროლა გააკეთა რამდენიმე. როდესაც კარები შეაღეს უკვე, პოლიციამ, სპეცდანიშნულების რაზმმა, გასროლის ხმა იყო, რომ შევიდნენ, საწოლზე იყო გადაწოლილი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა, თავიდან სისხლი მოსდიოდა, იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები, რამდენიმე ცალი, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო დანაღმული და მერე გამოვიძახეთ, რა თქმა უნდა, იყო შემოსული გამნაღმველები და ახლა დაამთავრეს მუშაობა გამნაღმველებმა... შვილი ვერაფერს ვერ გვეუბნება, ვერც შვილი გვეუბნება, რა მოხდა, საიდან ჰქონდა იარაღი, ხელყუმბარა“, - აღნიშნა გომელაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი