შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. შემთხვევის ადგილზე ჩასულმა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია.
„ხუთია დაჭრილი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, არტერია აქვს დაზიანებული და მას ოპერაცია უტარდება, ექიმები ჯერჯერობით ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ ვერ გადარჩება, ღმერთმა ქნას ის გადარჩეს. შემთხვევა, ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა. მოქალაქემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, სახლიდან, სახლში იმყოფებოდა მისი შვილიც, სრულწლოვანი ბიჭი, დაიწყო ერთი მხრიდან აივნის, მერე მეორე მხრიდან დაიწყო სროლა და ბაშვმა დატოვა მერე სახლი, ამ ბიჭმა, შვილმა, მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, გახსნა ცეცხლი მეორე მხრიდან, დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა ჩვენი თანამშრომელიც. ეს ვიცით ჯერჯერობით“, - თქვა გომელაურმა.
მინისტრის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საგარეჯოში თავისი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ცეცხლი გახსნა, ყოფილი სამხედროა და იგი ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა, თუმცა თავდაცვის ძალების რიგები მან 2021 წელს დატოვა.
„ძალიან მძიმედ ვარ და ძალიან ცუდად ვარ მეც და... გამიგეთ. პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ყოფილი სამხედროა, იგი 2006 წლიდან მუშაობდა და 2021 წელს არის წამოსული, პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც უკვე გვითხრეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა სამსახურიდან, მანამდე მუშაობდა, ავღანეთშიც ნამყოფია, ავღანეთის მისიაში, როგორც დაგვიდასტურეს. რა მოხდა, არავინ არ იცის ჯერჯერობით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და დაამატა:
„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება, მოუწოდეს, იგიევ გასროლა გააკეთა რამდენიმე. როდესაც კარები შეაღეს უკვე, პოლიციამ, სპეცდანიშნულების რაზმმა, გასროლის ხმა იყო, რომ შევიდნენ, საწოლზე იყო გადაწოლილი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა, თავიდან სისხლი მოსდიოდა, იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები, რამდენიმე ცალი, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო დანაღმული და მერე გამოვიძახეთ, რა თქმა უნდა, იყო შემოსული გამნაღმველები და ახლა დაამთავრეს მუშაობა გამნაღმველებმა... შვილი ვერაფერს ვერ გვეუბნება, ვერც შვილი გვეუბნება, რა მოხდა, საიდან ჰქონდა იარაღი, ხელყუმბარა“, - აღნიშნა გომელაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.