რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადებით, 24 ნოემბერს თურქეთ-სირიის საზღვართან, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაცია იყო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთი "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამის შესახებ ლავროვმა თურქული მხარის ინციატივით შემდგარი სატელეფონო საუბრისას, თურქ კოლეგასთან, მევლუდ ჩავუშოღლუსთან განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს მიზანმიმართული ქმედება იყო. ეს ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას - განაცხადა ლავროვმა. მინისტრმა ამასთანავე გაიხსენა თურქეთის მონაწილეობა "ისლამურ სახელმწიფოსთან" უკანონო ვაჭრობის შესახებ, რომელიც იმ რაიონში მიმდინარეობს, სადაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, სადაც ტერორისტული ინფრასტრუქტურაა მოწყობილი" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.