„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტამბოვკისა და ფოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში (ტამბოვკა, ასფარა, როდიონოვკა, ფოკა, ვლადიმიროვკა) გაიმართა.
შეხვედრებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის თვმჯდომარე არმენ ბდოიანი, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ხოერენ ავეტისიანი, მერიის ინფრასრტრუქტურის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ვაღინაკ არზუმანიანი, გიორგი ჩაფანიანი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები - მასის აღაიანი, ვაჩაგან ალვანჯიანი და საკრებულოს წევრი ვალერიკ ბეზოიანი დაესწრნენ.
შეხვედრებზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი პრიორიტეტეტები და დასახლებებში არსებული საჭიროებებები იქნა განხილული.
მითითებულ სოფლებში დასახლების საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 23 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 444 ათასი ლარი გამოეყო.
თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.