საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგას, ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის რიგით 6-ე მინისტერიალში მონაწილეობის მიღების მიზნით ესტუმრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სომხეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას.
თბილისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ასევე სტუმრობს აზერბაიჯანისა და მოლდოვეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დელეგაციები ბელორუსიდან და უკრაინიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.