სხვადასხვა უწყებიდან ხანდახან ისეთი პასუხები მომდის, შეიძლება სახალისო გაზეთი გამოუშვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძისადმი მიმართვისას განაცხადა.
"მინდა აქედან გიორგი ბადაშვილს შევეხმიანო. საინტერესო სისტემა ააწყო, ბატონი ირკალიც მოიაზრებოდა ყოველთვის მასთან ერთად. უამრავი საკითხია, რომელიც საზოგადოებამ მართლაც არ იცის, პოზიტივებზე ვლაპარაკობ. არის საკითხები, სადაც არ იციან პოზიტივია თუ ნეგატივია და უამრავი შეკითხვაა. ეს თემა უნდა აღმოიფხვრას", - განაცხადა ვოლსკიმ, რომელმაც ირაკლი შოთაძეს რეკომენდაციით მიმართა, წერილებზე პასუხის გასაცემად სპეციალური განყოფილების ჩამოყალიბებაზე იფიქროს.
"მოისაკლისებს არა მარტო თქვენი უწყება, არამედ სახელმწიფო უწყებები. ხანდახან სხვადსახვა უწყებიდან ისეთი პასუხები მომდის, შეიძლება გამოუშვა სახალისო გაზეთი, თუმცა არაფერია სახალისო", - განაცხადა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.