საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებულ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს განმარტება მოსთხოვეს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციაზე მისი განცხადების გამო
25-01-2023, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 


ქართული საგარეო უწყების ცნობით, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას.

 


სამინისტროს განცხადებით, „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დროს საქართველოს ელჩს“.

 


ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.

 

 

„2023 წლის 25 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს. უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას. მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს უკრაინაში საქართველოს ელჩს და აღნიშნეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი