გიორგი მღებრიშვილმა ბაქოში აზერბაიჯანის შს მინისტრ რამილ უსუბოვთან შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
26-11-2015, 03:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის შს მინისტრ რამილ უსუბოვთან გამართა, სადაც მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა და რამილ უსუბოვმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს.


როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ორგანიზებული დანაშაული და ტერორიზმი მსოფლიო გამოწვევაა და ამ მხრივ, ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს შს მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა.


შსს-ს ინფორმაციით, რამილ უსუბოვმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო და ხაზი გაუსვა გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას. აზერბაიჯანის შს მინისტრმა, უწყებების განვითარების მიზნით, შსს-ს აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზეც ისაუბრა.


გიორგი მღებრიშვილმა და რამილ უსუბოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის დადებული ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი