ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, მერიის შენობაში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი წინამოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების - 11623061 საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 30 იანვარს დაიწყება და 14 თებერვლამდე გაგრძელდება. მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.
2023 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ 922 000 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.