თბილისის სააპელაციო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
26-01-2023, 19:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

 


„2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე მ. ხ-ს, ბ. ჯ-სა და ა.წ-ს მიმართ. საქართველოს გენერალური პროკურატურის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორების – არჩილ ტყეშელაშვილის, სალომე ჩიქობავას და გიორგი მიქავას, ასევე მსჯავრდებულ ა.წ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, კახაბერ წერეთლის, მსჯავრდებულების – მ.ხ-ს, ბ. ჯ-ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ზვიად კორძაძის, ეკატერინე ეგუტიას და მამუკა ჭაბაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 


სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი და მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით და თაღლითობაში დახმარება).

 


სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

 


სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გაათავისუფლა დანიშნული სასჯელის მოხდისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი