ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით. აღნიშნულის შესახებ ჰანმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში", აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო დღეს უკვე ერთ-ერთია, ვინც წინა ხაზზეა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით. ჩვენ ახლა ფოკუსირებული უნდა ვიყოთ ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რაც ვიზალიბერალიზაციის საკითხთან ერთად, ასევე იქნება ჩემი ორმხრივი შეხვედრების საგანი. მე ვფიქრობ, ზოგადად, ჩვენ კარგ გზაზე ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წარმატებისთვის გვჭირდება ორმხრივი ძალისხმევა ჩვენი და მეზობლების მხრიდან. ამოსავალი წერტილი არის სწორედ თანამშრომლობა ჩვენი მეზობლებისა და ჩვენი ინტერესების საფუძველზე" - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.