პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნდა. ჩინურმა ავიაკომპანიამ ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დღეს საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ხელმძღვანელობა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
China Southern Airlines-ი ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ერთხელ, პარასკევობით იფრენს, ზაფხულის სეზონზე კი - მოთხოვნის შესაბამისად, სიხშირეების გაზრდას გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.